სოხუმი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე „ნარკოტიკების გამო“ დააკავეს
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეს ნარკოტიკები „აღმოუჩინეს“ და დააკავეს.

მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

აფხაზური „სპუტნიკის“ ცნობით, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ასევე დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქის პასპორტს ფლობს, ჩხრეკის დროს საქართველოს დროშა აღმოუჩინეს.

როგორც სპუტნიკი წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე დაპატიმრებულია, თუმცა გამოძიება გრძელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123