“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის
სამინისტრომ და რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტმა ხელი მოაწერეს
უწყებათაშორისი თანამშრომლობის პროგრამას ეთნიკური აფხაზების (აბაზა)
აფხაზური გვარების აღდგენის უფლებების განხორციელების
უზრუნველსაყოფად.
ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს
სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სამი, – ამის
შესახებ რუსული სამთავრობო მედია TASS გაგრის რაიონის პროკურორზე
დაყრდნობით წერს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი
მოაწერა ბრძანებას, სამხედრო სამსახურში მოქალაქეების გაწვევასთან
დაკავშირებით. პრეზიდენტის ბრძანება 29 სექტემბრით თარიღდება.