რუსეთში მობილიზაციის პარალელურად ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, სამხედრო სამსახურში მოქალაქეების გაწვევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ბრძანება 29 სექტემბრით თარიღდება.


როგორც დიკუმენტშია აღნიშნული, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში გამოძახებას ექვემდებარება 18-დან
27 წლამდე ასაკის მოქალაქე, რომელიც არ იმყოფება რეზერვში.

აფხაზეთის რესპუბლიკის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციებს დაევალათ უზრუნველყონ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123