ქუთაისი-მოსკოვის რეისებს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი შეასრულებს
საქართველოში ფრენის უფლება კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იფრენს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე დაიწყებს ფრენას.

„ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს“,
– ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები