თბილისში, თიბისი ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა. მას ეძებენ
3 იანვარს თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში თავდასხმა მოხდა – საბურთალოზე მდებარე ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა რომელსაც ამჟამად ეძებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” თიბისი ბანკში განუცხადეს, ნიღბიანი პირის შეჭრისთანავე ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო განგაშის სიგნალის გაშვება, რის შემდეგაც პირმა ძარცვა ვერ მოახერხა და გაიქცა. თავდასხმა სამუშაო საათებში მოხდა – ბანკში იმყოფებოდნენ კლიენტებიც.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” , ამჟამად მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 236-ე მუხლებით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები