ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კულტურის სახლში ქალთა
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია
ავრცელებს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩუქარი ქალბატონებს -
კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართა
ღონისძიებაში მონაწილეობას ნატო გელაშვილი ვაჟებთან, გიორგი და ლუკა
ჭოხონელიძეებთან და ბენდთან ერთად იღებდა. სცენაზე მაყურებლებისთვის
ქართველი კომპოზიტორებისა და ნატო გელაშვილის მიერ შექმნილი
მუსიკალური შედევრებიდან არაერთი ცნობილი სიმღერა შესრულდა. კონცერტმა
ანშლაგით ჩაიარა.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი,
მეუღლესთან ერთად დაესწრო”, - აღნიშნულია მერიის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.