ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას
სახელით, განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს მარნეულის
მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან,
სოციალურ ქსელებში ქსენოფობიური ენის გამოყენების ფაქტზე და
დისკრიმინაციასთან ბრძოლის მანდატის ფარგლებში, სახალხო დამცველს,
სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ზოგადი
რეკომენდაციის გაცემას სთხოვს.