სოფელ ქუთლიარში იფტარის სუფრა გაიშალა (ფოტო)
29 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში იფტარის სუფრა გაშალეს. სუფრის დაწყებისას სასულიერო პირებმა ლოცვები შეასრულეს და ღონისძიების დამსწრეებს რამადანის თვესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

სიტყვით გამოვიდნენ რელიგიური პირი რუფინ შარაევი და სოფელ ქუთლიარის მეჩეთის იმამი თეიმურ გახრამანოვი და რამაზანის მნიშვნელობასა და მარხვის სარსარგებლო მხარეებზე ისაუბრეს.

იფტარის სუფრაზე მონაწილე სოფლის მაცხოვრებლებმა მუსლიმებს რამაზანის თვე და დამდეგი რამაზანის დღესასწაული მიულოცეს და ქვეყანასა და მსოფლიოში მშვიდბის დამკვიდრება უსურვეს.

ღონისძიების მონაწილე მოსახლეობამ სტუმრებს და იფტარის სუფრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია რომ იფტარის სუფრა სოფლის ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ახალი ამბები