ISSA-ს კვლევა: ხვალ რომ არჩევნები იყოს - ,,ოცნება” - 31.4%, ენმ/სტრატეგია - 9.6%, ,,ახალი” - 9.1%
,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა “(ISSA) ,,მთავარი არხის” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მოქალაქეებს დაუსვეს, იყო – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? – ამ კითხვის შედეგები ასე განაწილდა:
  • ქართული ოცნება – 31.4%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 9.6%
  • ახალი – 9.1%
  • საქართველოსთვის – 3.3%
  • ლელო საქართველოსთვის – 3.0%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.7%
  • ევროპული საქართველო – 1.4%
  • კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო -1.4%
  • მოქალაქეები – 1.4%
  • ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა -1.3%
  • ხალხისთვის – 1.1%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება/დროა – 1.1%
  • გირჩი – 1.0%
  • სამართლიანობისთვის -0.4%
  • ხალხის ძალა – 0.4%
  • პატრიოტთა ალიანსი – 0.4%
  • ერი (ერთობა რაობა იმედი) – 0.3%
  • რესპუბლიკური პარტია – 0.2%
  • კანონი და სამართალი -0.2%
  • სხვა პარტია -0.2%
  • არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია -17.3%;
  • არცერთ პარტიას – 6.9%
  • უარი პასუხზე -3.6%
  • არ წავალ არჩევნებზე – 3.3%
კითხვაზე – როგორ შეაფასებთ ხელისუფლების საქმიანობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? – 37.6% პასუხობს, რომ უარყოფითად. 26.9% კი დადებითად აფასებს.
  • უარყოფითად – 37.6%
  • არც დადებითად, არც უარყოფითად – 31.2%
  • დადებითად – 26.9%
  • არ ვიცი / უარი პასუხზე – 4.3%.
კვლევისას მოქალაქეებს ასევე ჰკითხეს,

საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით თუ არასწორი მიმართულებით? – გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
  • არასწორი მიმართულებით – 52.0%
  • სწორი მიმართულებით – 42.4%
  • არ ვიცი, უარი პასუხზე – 5.5%.
კვლევის მიხედვით, საზოგადოების 69.5%-ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისია.

ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისია? – ამ მოსაზრებას საზოგადოების 69.5% ეთანხმება, 28.0% კი არა.
  • ვეთანხმები – 69.5%
  • არ ვეთანხმები – 28.0%
  • არ ვიცი – 2.5%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + – 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 – 10 აპრილის შუალედში.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები