მთავრობამ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის ღირებულება გაანახევრა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე მომავალი 1 წლის განმავლობაში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი 5 მილიონი ლარის ნაცვლად, 2.5 მილიონ ლარამდე შემცირდა.

აღნიშნული შეეხება ნებართვებს, რომელიც 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაიცემა თბილისის მთელ ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობასთან დაკავშირებით.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 11 ივლისს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კვლავ 2.5 მილიონი ლარი იქნება ნებართვის აღებიდან მეორე წელს სანებართვო მოსაკრებლის ღირებულება.

“თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.

თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით”
— ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში, რომელიც უკვე ძალაშია შესული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები