რუსული ავტოგიგანტი АвтоВАЗ ავტომობილებს ვერც ივნისში გამოუშვებს
რუსული საავტომობილო კომპანია АвтоВАЗ, რომელსაც არც ერთი ავტომობილი არ უწარმოებია მაისში, იგივეს იზამს ივნისშიც. გაჩერდება კომპანიის ორივე ქარხანა ტოლიატსა და იჟევსკში.

გაჩერების მიზეზად კომპანია ამჯერადაც მაკომპლექტებლების არქონას ასახელებს. როგორც АвтоВАЗ-ში აცხადებენ, მაკომპლექტებლების დეფიციტის გამო კომპანიამ გასულ წელსაც შეფერხებით იმუშავა.

ამასთან, რუსები საუბრობენ Lada-ს მოდელების „შეკვეცილი“ ვერსიების წარმოებაზე, რომლებსაც არ ექნებათ ABS სამუხრუჭე სისტემა და ბლოკი ЭРА-ГЛОНАСС, ასევე შესაძლოა, უსაფრთხოების ბალიშებიც კი არ ჰქონდეთ. მოსალოდნელია, რომ ასეთი Granta ივლისში გამოვა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები