სტიქიით დაზიანებული მარნეულის მერიის ფანჯრები 360 ლარად შეაკეთს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიის დროს დაზიანებული ფანჯრების შეცვლაში 360 ლარი გადაიხადა. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის პრესსამსახურში განუმარტეს, ფანჯრები, მარნეულში დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარი ძლიერი სტიქიის დროს ჩაიმსხვრა და ახლის ჩასმა გახდა საჭირო. მერიამ 3 ახალი ფანჯარა გამარტივებული წესით ინდმეწარმე ელვარ მამედოვისგან შეიძინა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მეოთხე სართულზე სტიქიის შედეგად დაზიანდა შუშები, გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“ - წერია შესყიდვის მოხსენებით ბარათში.

მერიას თითო ფანჯრის შეძენა 120 ლარი დაუჯდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები