ახალგაზრდების მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სეზონური მეგობრობა“ სოციალური ქსელების გავლენაზე გვიყვება
აქტიურმა ახალგაზრდებმა გადაიღეს მოკლემტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „სეზონური მეგობრობა“ რომელიც ახალგაზრდების სოციალურ ქსელზე დამოკიდებულებას ასახავს.

ფილმში ახალგაზრდები აჩვენებენ თუ როგორ ატარებენ ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სოციალურ ქსელებში და როგორ იპყრობს ის დღევანდელ საზოგადოებას. ისინი ფილმში ასახავენ მათივე ყოველდღიურობას, თუ როგორ შორდებიან გარემოს სოციალური ქსელის მეშვეობითა და თუ როგორ კარგავს ადამიანების პრობლემები მათთვის მნიშვნელობას.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სეზონური მეგობრობის“ იდეის ავტორისა და რეჟისრის ფარიდ სულეიმანოვის თქმით, სცენარში ახალგაზრდების დღევანდელი ცოხვრების მავნე ჩვევებზეა საუბარი.

„ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანებში რასაც ვხედავ შევეცადე ეს გამომესახა ფილმში. ადამიანები დოს ვერ აფასებენ სწორად. ისინი სერიალებს ყურებაში და სოციალური ქსელების დათვალიერებით კარგავენ დროს“- აცხადებს ფარიდ სულეიმანოვი

ფილმში მოთამაშე ერთ-ერთი მსახიობი სემა სადიგი აცხადებს რომ ახალგაზრდებს ფილმი ძალიან დააინტერესდათ და მას მხარდაჭერაც გამოუცხადეს.

„მინიმუმ ჩვენს ცხოვრებაში ერთი ასეთიი ადამიანი მაინც არსებობს. ძირითადი მზიანი ის იყო, რომ პრობლემა ვაჩვენოთ ადამიანებს. ახალგაზრდებმა დიდი მხარდჭერა გამაცხადეს. ჩვენ ამდენს არ ველოდით“ - ამბობს სემა სადიგი

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები სხვადასხვა თემების შესახებ აპირებენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებას.

რადიო „მარნეული“





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია