ჩვენ გვყავს ახალგაზრდა აშუღები, ოსტატები და ისინიც უნდა იყვნენ ცნობადი - ნარგილა მეჰტიევა საქართველოში აშუღთა კავშირის შექმნაზე

საქართველოში აშუღთა კავშირი იქმნება.

აშუღი ნარგილა მეჰტიევა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კავშირის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა 27 იანვარს გაიმართა.

"საქართველოს აშუღთა კავშირის შექმნასთან დაკავშირებით ყრილობა იყო მოსალოდნელი. თუ გაიმართა, ეს იქნება მეოთხე ყრილობა. აშუღთა კავშირი იურიდიულად უკვე დარეგისტრირებულია როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ წლების განმავლობაში უფუნქციო იყო. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს აშუღთა კავშირი მთელს საქართველოში გახდეს ცნობილი და ამისათვის კულტურის სამინისტროს დახმარება გვჭირდება. დაგვპირდნენ რომ დაგვეხმარებიან, მაგრამ გვეკითხებიან არიან თუ არა ამდენი აშუღები საქართველოში რომ დახმარება სჭირდებოდეთ. აინტერესებდათ აშუღთა კავშირის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა თუა აშუღების. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში 200-მდე აშუღია. ამ აშუღების ცნობადობისათვის, გაერთიანებისათვის საქართველოს აშუღთა კავში სახელმწიფო დონეზე უნდა შეიქმნას. თუ აშუღთა ხელოვნება იუნესკოს მიერაა აღიარებული, მაშინ სახელმწიფომ ხელი უნდა შეგვიწყოს“.

მეჰტიევას თქმით, საქართველოში აშუღთა კავშირის შექმნის საკითხით აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევიც არის დაინტერესებული. აღნიშნა რომ შეხვედრაზე საელჩოს დახმარებაზეც ისაუბრეს.

„საქართველო, ბორჩალო ჩვენ „აშუღთა მიწად“ ითვლება. ჩვენი ბებიების მიერ შვილებისთვის იავნანებიც აშუღთა მუსკიებიდანაა შედგენილი. მე როგორც აშუღი როცა საზღვარგარეთ ქვეყნებში, თურქულ სამყაროში, ვიყავი მეკითხებოდნენ, რომ საქართველოში, სადაც აშუღობა ასე მდიდარია რატომ არ არის აშუღთა გაერთიანება, რატომაც არ უნდა იყოსო?! რომც არსებობდეს, რატომ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია. რატომ არ გაქვთ ამის ძალა?! რატომ არ იქმნება ეს კავშირი?! მსგავსი ბერვი კითხვა შემხვედრია. ხანდახან ვერ ვპასუხობდით ამ კითხვებს. მე როგორც აშუღმა არ ვიცი ეს კავშირი რატომ არ იქმნება. ისეთი თავმჯდომარე უნდა იყოს რომ ქართული ენა კარგად იცოდეს, საქართველოში აქტიურად იმუშაოს. ძალიან აქტიური უნდა იყოს, რომ ჯერ საქართველოს აშუღთა კავშირი დააფუძნოს და მერე გააცოცხლოს. თუ საქართველოში 2-3 აშუღია ეს არაა საჭირო, მაგრამ თუ 200-მდე აშუღია და აქედან 5-6-ია ცნობადი და სხვებს არ იცნობენ, მაშინ ჩვენ ვართ აქ დამნაშავეები. მე თავს ვთვლი დამნაშავედ თუ რატომ ინცობდნენ მხოლოდ აშუღ ნარგილას?! სხვებიც უნდა გაიცნონ. ჩვენ ახალგაზრდა აშუღები გვყავს, ოსტატები გვყავს ისინიც უნდა გახდნენ ცნობადები!“

ნარგილა მეჰტიევა აცხადებს რომ მომდევნო კვირის შაბათს, 5 თებერვალს, თბილისში აშუღთა კავშირის შექმნასთან დაკავშირებით ბოლო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ორგანიზაციის თავმჯდომარე და წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილოებას.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები