მარნეულში ნოვრუზ ბაირამზე ტრადიციულად მთავრობის წარმომადგენელბი ჩამოვიდნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტში 21 მარტს, ნოვრუზ ბარამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა.
მოირთო მერიისა და კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, ჩატარდა ტრადიციული კულინარული მასტერკლასი და სახვადასხვა აქტივობები. იგეგმებოდა მუსიკოსების ჩამოყვანა და კონცერტის გამართვაც, თუმცა ღნისძიებიდან მუსიკალური ნაწილი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გაუქმდა.


ნოვრუზ ბაირამის მისალოცად მარნეულში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა, მოსახლეობას სიტყვით მიმართა და სახალხო დღესასწაული მიულოცა.


"ნოვრუზ ბაირამი არის ახალი სიცოცხლის, განახლების დღე და მე მინდა ყველას მივულოცო ეს დღესასწაული და ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, ბარაქა და კეთილდღეობა. მუსლიმი თემი არის ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და ჩვენ, ყვოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ, ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და მუსლიმს მათ მიერ შეტანილი წვილილისთვის ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.


"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.


21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით.

„ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.“


2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები