რატომ აღვნიშნვავთ დედაენის დღეს - მარნეულის სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ლექცია გაიმართება

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში 14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავად, ღონისძიება გაიმართება.

ინფორმაცია ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. ტექსტში აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე მკვლევარი და ფილოლოგი, ანა ბაქანიძე, მოწვეული სტუმრებისთვის ლექციას წაიკითხავს.

,,14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება ღონისძიება თემაზე - "1978 წლის 14 აპრილის მოვლენები."
ლექციას მოწვეული სტუმრებისათვის, მკვლევარი, ფილოლოგი, 5 კვლევითი კრებულისა და წიგნის შემდგენელი - ქალბატონი ანა ბაქანიძე წაიკითხავს".


როგორც ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე წერია, ღონისძიებაზე მარნეულის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები იქნებიან მოწვეულნი

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა, რასაც თბილისში საროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
დედაენის დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები