თბილისში ნაწარმოები „მორფის“ მოტივების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიონალური აზერბაიჯანული დრამატიული თეატრი

ბულკაქოვის ნაწარმოებ „მორფი“-ს მოტივების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერას გაიმართავს. პრემიერა 5 მაისს, 19:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრის პატარა სცენაზე გაიმართება. ინფორმაცია სპექტაკლის მხატვრულმა რეჟისორმა თურგაი ველიზადემ რადიო „მარნეულს“ აცნობა.

ველიზადეს თქმით, სპექტაკლში თელმან ისფაჰანლი, ნერმინ ჰასანოვა, მედინე ჰასანოვა, თურგაი ველიზადე და ფუად ისფაჰანლი მიიღებს მონაწილოებას.

სპექტაკლის მხატვარი კი ალექსანდრ სლოვინსკია.

ბილეთის ღირებულება 10 ლარია და ბილეთების შეძენა აღნიშნულ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი:
https://biletebi.ge/h-alievis-tbilisis-azerbaijanuli-sakh-teatri/morfi-morphine?fbclid=IwAR1o1MUBPXfcPNcB_hnJ0kGoP5wjnJiS0bS90vWqKtlTVPV2LP8qlEQ1Y1A
მისამართი: რუსთაველის პროსპექტი 2/4, თბილისი, საქართველო.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები