აზერბაიჯანში გამართულ ფესტივალ „ეპიკურ ღამეებში“ ბორჩალოს აშუღებმა მიიღეს მონაწილეობა

 

აზერბაიჯანში გამართულ „ეპიკურ ღამეებში“ მონაწილეობა მიიღეს ბორჩალის აშუღებმა


ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მეჰდიევამ დაადასტურა. მისი განცხადებით, ბორჩალოს აშუღების მონაწილეობით ჩატარებული სამ დღიანი ფესტივალი საინტერესოდ წარიმართა.

„სამ დღიანი „ეპიკური ღამეები“ ძალიან ლამაზად ჩატარდა. ოსტატი აშუღები რომ ყოფილიყვნენ ალბათ ისინი მოყვებოდნენ ამ ეპოსებს, მაგრამ რადგა ისინი არ იყვნენ ეს ვალდებულება ჩვენს თავზე ავიღეთ. სცენაზე, მეც და სხვებმაც მოვყვეთ ეს ეპოსები. ძალიან ლამაზად გამოვიდა და მსმენელიც ნასიამოვნები დარჩა“.

აშუღის თქმით, ამ საღამოზე მხოლოდ ბორჩალოს ახალგაზრდა აშუღებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ ამის მიუხედავად მან ღონისძიებაში მონაწილეობა პირველ რიგში აშუღ შაჰბაზს, აშუღ ეფგანს, აშღ ქამანდარს და აშუღ ჰევესქარს შესთავაზა. მეჰდიევამ აღნშნა, რომ ოსტატმა აშუღებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს.

„შემიძლია აღვნშნო, რომ აშუღებისაგან დიდი პრობლემა შეგვხდა. სინამდვილეში ახალგაზრდა აშურები უნდა ყოფილიყვნენ, ასეც მოხდა. მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ოსტატები გვინდოდა და მათ მივმართეთ. სამწუხაროა, რომ როგორც ყოვლეთვის არ მიიღეს ჩვენი შეთავაზება. სავარაუდოდ, ჩემი შეთავაზება იმიტომ არ მიიღეს, რომ მე ქალი ვარ. ჩემი და ჩემი ახლად შექმნილი ორგანიზაციის მიზანი ისაა, რომ უცნობ აშუღებს მხარი დავუჭიროთ და საზოგადოებას გავაცნოთ“.

ნარგილა მეჰდიევას განმარტებით, მისი ორგანიზაცია ახალი ფესტივალის გამართვასაც გეგმავს. ფესტივალის პირველი ტური ფოლკლორულ ცენტრში 20 მაისს გაიმართება. აღნშნავს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს რადგან ახალგაზრდა აშუღები ამ ფესტივალზე მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „ფოლკლორები“ 2022 წლის თებერვლიდან პროექტი „ეროვნული სულიერების სინათლე „ეპიკური ღამეები“-ს აღდგენა და გავრცელება“ დაიწყო.

„ეპიკურ ღამეებში“ საქართველოდან ნარგილა მეჰდიევამ, მისი ორგანიზაციის წევრებმა აშუღ ეშრეფ გარიბოღლუმ (თემიროვი), აშუღ გარა სულეიმანოვმა, აშუღ სამირ გარახანოვმა, აშუღ გაბილ აბდუევმა და აშუღ დერია მერდანზადემ მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების დასასრულს აშუღებს სერტიფიკატები გადასცეს.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google