მარნეულის საკრებულომ თემურ ჩალაბაშვილს წიგნის გამოსაცემად 5 000 ლარი გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ქართველი პოეტის თემურ ჩალაბაშვილის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნის გამოცემისათვის თანხის გამოყოფას. საკრბეულოს სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა შუბითიძემ განაცხადა, რომ მერიას წიგნის გამოცემისათვის 5 000 ლარის მოთხოვნით თავად თემურ ჩალაბაშვილმა მიმართა.

„მოგახსნებთ, რომ ცნობილი ქართველი პოეტის, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეანტ, თბილისის საპატიო მოქალაქის თემურ ჩალაბაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 70 წელი შეუსრულდა, წიგნია გამოსაცემი მისი რჩეული ნაწარმოებების და გვთხოვა ფინანსური მხარდაჭერა 5 000 ლარის ოდენობით. მემგონი იმსახურებს ეს ადამიანი ჩვენს მხარდაჭერას და გთხოვთ აღნიშნულ საკითხს უყაროთ კენჭი“. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჩალაბაშვილისათვის 5 000 ლარის გამოყოფას მხარი ერთხმად დაუჭირა.

აღსაბნიშნავია, რომ დღეს, 20 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად 9 საკითხი იყო გამოტანილი, ცხრავე საკითხზე საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები