სიახლე
აქციის ნაცვლად სახლში - მარნეულელი მასწავლებლები ფლეშმობს შეუერთდნენ
16:34 / 29.04.2024
აქციის ნაცვლად სახლში - მარნეულელი მასწავლებლები ფლეშმობს შეუერთდნენ
გულგუნ მამედხანოვა, ნატალი სამხარაძე, აიშან გიზბაშლი, თემურ სუყაშვილი, ანარ შარიფოვი, აიტენ ჯაფაროვა- ესენი მარნეულში მომუშავე მასწავლებლები არიან, რომლებიც დღეს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ აქციაზე არ მიდიან, არც გაკვეთილს აცდენენ და ღიად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. პედაგოგები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 29 აპრილს, სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ფოტოებს, რომ ისინი სკოლაში არიან და არას ეუბნებიან რუსულ კანონს. ერთგვარ "ფლეშმობს" უერთდება მარნეულელი პედაგოგების ნაწილი.


"მე შვებულებაში ვარ და არავის არაფერი არ უთქვამს აქციასთან დაკავშირებით. თუმცა თავი ვალდებულად ვიგრძენი დღეს და კიდევ ერთხელ საჯაროდ გავაზიარე ჩემი პოზიცია, რათა ხვალ თავისუფლებაზე საუბრისას არ მრცხვენოდეს ჩემი მოსწავლეების" - გვითხრა ქართული ენის მასწავლებელმა, აიშან გიზბაშლიმ. 

"ბავშვებმა მკითხეს, მას თქვენც მიდიხართ აქციაზეო? და ვუპასუხე რომ გუშინ იყო აქცია, სადაც ნახევარი საქართველო იდგა და სხვა აქცია მე არ ვიცოდი. ერთმა გოგონამ ჩაილაპარაკა, მას თქვენ ევროპა გინდათო და ბედნიერად გამიღიმა. კი, ევროპა მინდა! ყველას მომავლისთვის ასე იქნება ყველაზე კარგი." - გვითხრა ქართული ენის კიდევ ერთმა პედაგოგმა. 

სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს მარნეულში მომუშავე კიდევ ორი პედაგოგი, თემურ სუყაშვილი და გუგლგუნ მამედხანოვა. 


„ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქცია დაანონსა. კონტრაქციაზე წასვლას აიძულებენ მარნეულის ბაგა-ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულებს, რასათან დაკავშირებითაც რადიო „მარნეულს“ ინფორმაცია არაერთმა პედაგოგმა მიაწოდა.

უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
15:24 / 29.04.2024
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ,
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:21 / 29.04.2024
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
15:17 / 29.04.2024
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება.
მარნეულის ალგეთის N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილები გაცდება
13:36 / 29.04.2024
მარნეულის ალგეთის N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილები გაცდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლაში დღეს გაკვეთილები არ ჩატარდება.
14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის მიმართ სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს
13:30 / 29.04.2024
14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის მიმართ სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს
14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის,
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ იმერეთის რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიდის
13:27 / 29.04.2024
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ იმერეთის რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიდის
თბილისში დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას, რომელიც მმართველი პარტიის მიერაა ორგანიზებული,
ანრი ოხანაშვილმა 4 ოპოზიონერ დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა
13:18 / 29.04.2024
ანრი ოხანაშვილმა 4 ოპოზიონერ დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა 4 ოპოზიონერ დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.
30 აპრილს მარნეულის საკრებულო 10 საკითხს განიხილავს
12:47 / 29.04.2024
30 აპრილს მარნეულის საკრებულო 10 საკითხს განიხილავს
30 აპრილს მარნულის საკრებულოს სხდომა გაიმართება.