საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის
12 რეკომენდაციაზე. ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა,
წარმართოს ძალიან ნორმალური პროცესი, ჰქონდეს განსხვავებული
მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვარდეს ეს 12
რეკომენდაცია. ეს ძალიან ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ევროკავშირს, -
ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.