გამოცემა POLITICO იუწყება, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, საქართველოს
გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების
სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ
რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.
NATO-ს პრესსპიკერი რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება
და ამას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ის
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეცვალოს კურსი და პატივი სცემს
მშვიდობიან პროტესტს.
ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი „საქართველოში
უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და
სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.
Avropa Parlamentində “Gürcüstanda xarici agentlər haqqında qanunun
yenidən tətbiqinə cəhdlər və vətəndaş cəmiyyətinə məhdudiyyətlər
haqqında” qətnamə layihəsinin icrasına başlanılıb.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, იხსენებს რა 2023
წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო.