404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
პოლიტიკა
"აქტუალური თემა" - შშმ პირებისთვის განკუთვნილი სერვისები მარნეულში და კორონავირუსი
კორონავირუსმა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს შეუქმნა პრობლემები. ჩაკეტილი და გაჩერებულია ბიზნესი, დაწესებულია კომენდანტის საათი და შეზღუდულია გადაადგილება, მაგრამ ამ შეზღუდვებმა და ზოგადად კორონავირუსმა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა შეზღუდული შესაძზლებლობების მქონე პირები. 2020 წლის დასაწყისში მარნეულის მაშინდელმა მერმა ზაურ დარგალმა სოციალური პროგრამების პრეზენტაცია გამართა და ასეთი განცხადება გააკეთა - „ახალი საბჭო შეიქმნება მარნეულის მერიაში, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მოქალაქეებს სხვადასხვა საჭიროებები დავუკმაყოფილოთ“. მერი საუბრობდა შშმ პირთა საბჭოზე, რომლის მიზანსაც იმ სერვისების შექმან წარმოადგენს, რომლებითაც შშმ პირების სოციალიზაცია გაადვილდება.

ძირითადად საბჭო საუბრობდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა გამცილებლის სერვისი და მერიაში სურდო თარჯიმანის არსებობა, მაგრამ კორონავირუსის გამო თითქმის ყველა სამუშაო გაჩერდა. 

გადაცემაში "აქტუალური თემა" სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ თუ რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დააყენა შშმ პირები კორონავირუსმა. 

გადაცემის სტუმრები არიან, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მაისურაძე. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი ოლგა ენდელაძე, ყრუთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე მაია მეტონიძე და მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე. 

გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ამ ლინკზე ↓



რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია