404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
პოლიტიკა
"სოკარმა" სოფელ ილმაზლოში გაზის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო
კომპანია სოკარ ჯორჯია გაზმა მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოში 13 145 მეტრი სიგრძის გაზის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო. ქსელის მშენებლიბა რამდენიმე საცხოვრებელ უბანს მოიცავს.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, სოკარის საინვესტიციო სამმართველოს უფროსი ვაგიფ ალიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტის დეპუტატები რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი და მახირ დარზიევი, "ქართული ოცნების" მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და სხვა პირები ესწრებოდნენ.

პროექტის განხორციელების შედეგად კომპანიის პოტენციური აბონენტების რაოდენობა 227 ოჯახით გაიზრდება. კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი 2020 წელს საერთო ჯამში 15 საცხოვრებელ უბანში 129 კმ სიგრძის გაზის გამანაწილეველი ქსელის მშენებლობის დასრულებას გეგმავს. 15 საცხოვრებელი უბნიდან 13 მდებარეობს ქვემო ქართლში, ხოლო ორი მცხეთა მთიანეთში.

მშენებლობის დასრულების შემდებ აბონენტების რაოდენობას 2 483 ოჯახი დაემატება.

რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია