„კაცი რომ ვყოფილვიყავი, უფრო გავლენიანი, წარმატებული და აქტიური ვიქნებოდი“ - მარნეულელი ქალების წუხილები და გამოწვევები
“ქალი აქტიური მოქალაქე ვერ იქნება, რადგანაც ქალია. მე რომ კაცი ვიყო, უფრო მეტს ვიზამდი, და ამასთანავე ენაც რომ ვიცოდე, უკეთესი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ სახელწიფო ენაც არ ვიცი“ - ამბობს მარნეულში მცხოვრები 49 წლის ქალი პლატფორმა „სალამის“ მიერ მომზადებულ კვლევაში. ორგანიზაციამ მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანული თემის საჭიროებების, წუხილებისა და გამოწვევების კვლევა მოამზადა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებსაც შეეხება.

არადომინანტური ეთნიკურ ჯგუფების წარმომადგენელი ქალები ხშირად საუბრობენ ხმის არ ქონაზე, გარიყულობაზე და ჩაგრულობაზე. ქალების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში, აირჩევდა კაცად ყოფნას და ასე უფრო მეტს გააკეთებდა საკუთარი თავისთვისაც და მისი თემისთვისაც.

„ჩემთვის ყველაზე უმნიშვნელო იდენტობა არის ქალობა. ასე გეტყვით, ნეტა ქალი არ ვყოფილიყავი. ქალი რომ არ ვყოფილიყავი, უფრო მეტ რამეს ვიზამდი. იმიტომ, რომ ქალების წინაშე ძალიან ბევრი ბარიერი არსებობს. ხოლო ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლებელია. ზოგს გადალახავ, მაგრამ ზოგს ვერ ლახავ“. (ამბობს 59 წლის, ქალი)

„კაცი რომ ვყოფილვიყავი უფრო გავლენიანი, უფრო წარმატებული და აქტიური ვიქნებოდი. მექნებოდა სხვა შესაძლებლობები. არ მომიწევდა სისულელეებზე ან უმნიშვნელო საკითხებში დროის კარგვა. ვფიქრობ, კაცი რომ ვყოფილიყავი უფრო მეტი პრივილეგიები მექნებოდა, უპირატესობაში ვიქნებოდი, ბევრი რამის მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა. (32 წლის, ქალი)

კვლევის თანახმად, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხშირად ეჯახებიან ღირსების შემლახავ და დამამცირებელ მოპყრობას დომინანტი ჯგუფის წევრებისგან.

„როცა ბაზრობაზე მიდიხარ, ქართველები ისე უხეშად, ისე ცუდად ექცევიან ბაზრობაზე მომუშავე ქალებს, რომ შეურაცხყოფილად გრძნობ თავს. მერე რა, რომ ისინი ბაზრობაზე მუშაობენ და რაღაცას ყიდიან? უყვირიან მათ, უშვერ სიტყვებს იყენებენ, ხელს კრავენ“- ,(ამბობს 49 წლის ქალი)

ამას ემატება თემის შიგნით არსებული პატრიარქალური და მასკულინური პრაქტიკები, რომელიც ხშირად დამკვიდრებულია ცრუ ტრადიციებისა და წესებიზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცრუ ტრადიციები და წესები თემის შიგნით ახალგაზრდების და აქტივისტები მუშაობის შედეგად მკვეთრად იცვლება, თუმცა, დომინანტი ჯგუფის მხრიდან დამოკიდებულებები ხშირად უცვლელია.

“სახელმწიფოზე რომ ვიყოთ დამოკიდებულნი, ისევ ისე დავრჩებით. მაგრამ ჩვენს სოფელში დავიწყეთ ქალების ორგანიზება.... ხშირად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მხოლოდ დასაქმებული ქალები ერთვებიან. თუმცა, იცით რამდენი ძალიან მაგარი ქალია, რომელიც დიასახლისია? არავინ არ მუშაობს მათ გაძლიერებაზე. ჩვენ დავიწყეთ პატარა პროექტი და ვიკრიბებით ჩვენს ცენტრში. სამწუხაროდ, შარშან ზოგიერთს ქმარი არ უშვებდა, ზოგიერთს დედამთილი, მაგრამ წელს უკვე დედამთილებს თვითონ მოჰყავთ ჩვენთან“. (ამბობს 55 წლის, ქალი)

სალამის მირ მომზადებულ კვლევაში ყურადღება ეთმობა მარნეულში პოლიტიკური მონაწილეობის ყველაზე მნიშვნელოვან სამი იდენტობას: სიმდიდრე, ეთნიკურად ქართველობა და მამრობითი სქესის წარმომადგენლობა. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო ის, თუ რომელი იდენტობების ინტერსექცია იყო ყველაზე მეტად წარმატების მომტანი და ძალაუფლებების ინდიკატორი მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მონაწილეების მიხედვით, აღნიშნული სამი მთავრი იდენტობის ქონა თავისთავად გულისხმობს მარნეულში წარმატებულ პოლიტიკურ ცხოვრებას, რომელიც არ არის დამოკიდებული ამ იდენტობების მქონე მოქალაქის განათლების დონეზე, ჰუმანიზმზე, ადამიანებზე ზრუნვის სურვილზე, გამოცდილებებზე და ა.შ.

„ფინანსური ვინაობა, ანუ სიმდიდრე. მეორე, ეთნიკური კუთვნილება. ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ქართველობა შენთვის შეიძლება უპირატესობად ითვლებოდეს. მესამედ კი... აქ უპირატესობას ანიჭებენ კაცებს. ანუ ამ შემთხვევაში მამრობითი სქესის წარმომადგენლობა მესამე ნომრად შეგვიძლია ავიღოთ“. (ამბობს 24 წლის ქალი)

„ჩემი აზრით, თუ მარნეულში ხარ კაცი და ხარ ეთნიკურად ქართველი ძალიან დიდი პოლიტიკური ძალაუფლება გაქვს“. (ამბობს 24 წლის, ქალი)

კვლევის თანახმად, ადამიანები ყველაზე მეტად სამი მთავარი იდენტობის გამო, ეთნიკური/რელიგიური კუთვნილების, ეკონომიკური მდგომარეობის და ქალობის გამო იჩაგრებიან. ინტერვიუების და ფოკუს ჯგუფების მონაწილეების აზრით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ადამიანები ძირითადად ამ სამი იდენტობის გამო იჩაგრებიან. ხაზგასმელია, რომ აღნიშნულ სამ იდენტობაზე აქცენტს აკეთებენ ქალები, ხოლო, კაცები ქალების მიერ განცდილ გარიყულობაზე და ჩაგრულობაზე არაფერს ამბობენ.

„თუ ავიღებთ კონკრეტულად ამ რეგიონს, აქ ადამიანები იჩაგრებიან ეთნიკური/რელიგიური კუთვნილების, სოციალური მდგომარეობისა და მდედრობითი სქესის გამო“. (ამბობს 24 წლის ქალი)

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მოსახლეობა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 84 პროცენტს შეადგენენ საქართველოს აზერბაიჯანელები, 7 პროცენტს საქართველოს სომხები და 8 პროცენტს ქართველები. თუმცა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 50 პროცენტზე მეტს წარმოადგენენ ეთნიკური ქართველები. საკრებულოს არც ერთი წევრი არ არის ქალი. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ არ იცის სახელწმიფო ენა.
მერის წარმომადგნელები ადმინისტრაციულ ცენტრებში არც ერთი მათგანი არ არის ქალი. მერიის სამსახურების და დეპარტამენტების უფროსებს შორის არ ერთი არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალი არ არის. მერს არ ჰყავს ქალი მოადგილე.

„სალამი“ კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მოიზიდონ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები და გააძლიერონ ისინი შესაბამისი რესურსებითა და პლატფორმებით. ასევე, პარტიებმა იმუშავონ საკუთარ კანდიდატებთან, რათა ერთის მხრივ, ამ კანდიდატებმა გულწრფელად გაიაზრონ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების წუხილები, გამოცდილებები და გამოწვევები, ხოლო მეორეს მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფად მიიჩნიონ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალები და მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები




q. marneulSi, 26 maisis #56 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, 26 maisis #30 v/ binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #5 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #3 binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #3 a/ binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #5 (unomro) binis I sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #6 binis I sadarbazos
reabilitacia




მარნulSi, mazniaSvilis #1 binis
sadarbazoebis da saxuravis reabilitacia




q. marneulSi, narimanovis #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #5 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #7 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #9 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #11 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #18 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #20 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #23 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #25 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #29 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #33 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #39 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #41 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #42 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #46 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #48 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #49 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #66 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #70 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #79 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #81a/ binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #84 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #86 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #88 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #89 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #114 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis q.#118-Si sacxovrebeli
saxlis სადარბაზოების და
saxuravis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #59a/ (III Cixi #4) binis
sadarbazoebis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #59b/ (V Cixi #3) binis
sadarbazoebis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis VII Cixi #3
(81ბ) binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, ColoyaSvilis #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, ColoyaSvilis #5 binis sadarbazoebis
reabilitacia
16:37 / 25.04.2024