მარნეულის ბიბლიოთეკაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, პირველ აპრილს, 12:00 საათზე საბავშვო ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.  პატარა მკითხველებისათვის გათვალისწინებული ღონისძიება საბავშო წიგნის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც 2 აპრილს აღინიშნება. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებული ინფომრაციის მიხედვით, ღონისძიებაზე ბავშვები გაეცნობიან ცნობილი მეზღაპრის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას. 

,,მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა ჩვენს პატარა მკითხველებს, 1 აპრილს 12:00 საათზე, ეპატიჟება ღონისძიებაზე, სადაც გავეცნობით ჰანს ქრისტიან ანდერსენის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. წავიკთხავთ და განვიხილავთ მის არაჩვეულებრივ ზღაპრებს.
ღონისძიების კიდევ ერთი ნაწილი დაეთმობა უკრაინულ ზღაპრებს სერიიდან "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები".
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა ყველა პატარა მკითხველსა და არამარტო მათ, გილოცავთ საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს".-


ორი აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
ამ დღეს ცნობილი პოეტები, მეზღაპრეების და ილუსტრატორები სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობენ, მართავენ ბავშვებთან შეხვედრებს და უწევენ წიგნებს პოპულარიზაციას. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google