მარნეულელმა ძიუდოისტებმა მესტიის მუნიციპალიტეტში გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა, 14-15 მაისს მესტიის მუნიციპალიტეტში , ლერი ნაკანის ხსონვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირში ძიუდოში, პირველი მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს, როგორც რადიო ,,მარნეულთან" სპორტული სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს აღნიშნულ შეჯიბრზე მარნეულიდან 10 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

,, ზოგადად ძიუდო იმდენად აქტიური სპორტია საქართველოში, თითქმია ყველა შაბათ-ვირას დადიან შეჯიბრებზე. აღნიშნულ ტურნირზე, ათი სპორტსმენიდან, რვამ დაიკავა საპროზო ადგილი.
გვყავს ერთი ჩემპიონი, ერთი ვიცე ჩემპიონი და ხუთი მესამე ადგილის მფლობელი".
- თქვეს სპორტ სკოლაში

პირველი ადგილის მფლობელი გახდა ბექა ჭკადუა, მეორე ადგილი კი მიქაელ გოჯაევმა მოიპოვა. მესამე ადგილის მფლობელები, სეიმურ ალიევი, ნიკოლოზ დევდარიანი, ჰუსეინ კასუმოვი, ლუკა ნავერიანი და გიორგი აბდელანი გახდნენ.

ტურნირზე მონაწილეობდნენ 2008-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებული სპორტსმენები.


ფოტოები აღებულია მარნეულის სპორტული სკოლის ფეისბუქ გვერდიდან

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google