სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში 17 ობიექტი დააჯარიმა
2022 წლის ივნისის თვეში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მარნეულში  17 ობიექტი  დააჯარიმა. როგორც რადიო ,,მარნეულთან", სურსათის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი, მირანგულა ლიპარტელიანმა თქვა, ობიექტებს სისტემატიურად ამოწმებენ.

,,მარნეულში ძირითადად იყო ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული პროდუქტი. ჩვენი მხრიდან, სხვადასხვა ობიექტებზე შემოწმება, ყოველდღიურად ხდება. მთლიანობაში მარნეულში 35 ობიექტის ინსპექტირება მოვახდინეთ, საიდანაც სამი ნიმუშის აღებაც მოხდა".- თქვა ლიპარტელიანმა

ივნისის თვის მონაცემების მიხედვით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქვემო ქართლში სულ, 41 ობიექტი დააჯარიმა, ხოლო მაისში 22.
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს, იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები