პროდუქტების ფასები მარნეულის ბაზარში
მარნეულის ბაზარი ვაჭრობის ერთ-ერთ სარფიან ადგილად მიიჩნევა.



ბაზარი დილით ადრიანად იღება და ბევრ მომხმარებელს სტუმრობს. მიუხედავად ხალხმრავლობისა, მოვაჭრეები ჩივიან, რომ მყიდველი ბერი არ ჰყავთ.
სიტუაციას კი ეკონომიკური კრიზისით ხსნიან.



"ფასები გაიაფდა. ხახვი 1,20 ლარი ღირს. ადრე კი 1,50 ღირდა. ნიორი 6 ლარამდე მერყეობს, ისიც გაიაფდა. ახლა ყველაზე დიდი მოთხოვნილება კიტრზე და პომიდორზეა. მათი ფასი
გაძვირდა. ნიორზე და ხახვზეც არის მოთხოვნილება და ხილზე. მათი ფასი არ გაძვირებულა. მყიდველი ცოტაა, რადგდან ხალხს ფული არ აქვს. ადრე თუ 500 ლარს ვვაჭრობით დღეში ახლა 100 ლარს თუ ვიღებთ, შეიძლება მაგდენიც არა"
- ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.



გთავაზობთ მარნეულის ბაზარში არსებულ ფასებს სხვადასხვა პროდუქტზე:
  • 1კგ კიტრი - 2ლარი
  • 1კგ პომიდორი - 1 ლარი
  • 1კგ ყურძენი - 2ლარი
  • 1კგ ხახვი - 1,20- 1,50 ლარი
  • 1კგ ნიორი 5 ლარი
  • 1კგ ბადრიჯანი 2ლარი
  • 1კგ წითელი ბულგარული 2.50 ლარი
  • 1კგ სტაფილო 2 ლარი
  • 1კგ კომბოსტო 1.50 ლარი
  • 1კგ ლიმონი 5 ლარი



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები