მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში
საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს,
რომ საახალწლო არდადეგები საბავშვო ბაღებში ორი კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.
სააღმზრდელო დაწესებულებებში საახალწლო არდადეგები 2023 წლის 15
იანვარს დასრულდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 14 სააღმზრდელო დაწესებულება
ფუნქციონირებს.
რადიო „მარნეული“