მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მანქანების მოძრაობა შეზღუდულია
დღეს, 20 დეკემბერს, მარნეულში რუსთაველის ქუჩის ნაწილზე გადაადგილება შეზღუდულია. რუსთაველის ქუჩა, მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორია, საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიის გამოა გადაკეტილი.

ავტომობილებს ალგეთისა და წერეთლის მიმართულებით გადაადგილება გიორგაძის ქუჩიდან შეეძლებათ.

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია მუნიციპალიტეტში 13:00 საათიდან დაიწყება და 19:40 საათამდე გაგრძელდება.

გთავაზობთ ღონისძიების განრიგს:

13:00 სთ - 18:00 - ხელნაკეთი ნივთების და საახალწლო ტკბილეულის გამოფნა-გაყიდვა;
13:00 სთ - 16:00 - ანიმაციური ფილმების ჩვენება ღია სივრცეში (პოლარული ექსპრესი, საშობაო ზღაპარი და კლაუსი);
16:00 სთ - 18:00 - ანიმატორების შოუ მუსიკალური გაფორმებით;
17:00 სთ - თოვლის ბაბუა ელფების დახმარებით ბავშვებს დაურიგებს საჩუქრებს;
კონცერტი:
18:00 სთ - 18:20 სთ - გორის გოგონათა გუნდი -
საახალწლო სიმღერების მიქსი;
18:30 სთ - ნაძვის ხის ანთება;
18: 40 სთ - 19:40 - ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით;
19: 40 სთ - ფოიერვერკი.

ღონისძიება მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიას საახალწლო სამზადისი 404 321 ლარი უჯდება.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლო ნაძვის ხე 70 800 ლარად შეიძინა. ქუჩების ილუმინაციებით მორთვაში 197 100 ლარი გადაიხადა, ხოლო 30 დეკემბერს დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაში 136 421 ლარს დახარჯავს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები