მარნეულის მერის ხელფასმა 10% -იანი ზრდით 6050 ლარი შეადგინა
საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 10%-ით გაიზარდა. თანამდებობრივი სარგოების ცვლილება აისახა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულებზეც. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებში ცვლილბა უკვე ასახა მარნეულის საკრებულომ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს კენან ომაროვს ხელფასი 550 ლარით გაეზრდა და ყოველთვიური ანაზღაურება ამ დროისათვის 6 050
ლარს შეადგენს. მერის პირველი მოადგილის, როინ დეკანოიძის სახელფასო ანაზღაურება 440 ლარით გაიზარდა და   4 840 ლარს შეადგენს. რაც შეეხება კიდევ ორ მოადგილეს, ზურაბ ფანგანსა და თემურ შუბითიძეს, მათი თანამდებობრივი სარგო 4 235 ლარით განისაზღვრა.

გთავაზობთ რამდენიმე სამსახურის და მათი ხელმძღვანელების სახელფასო ანაზღაურებას

  • ადმინისტრაციული სამსახური:
  • პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ანაზღაურება 3509 ლარი
  • საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება:
  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 2783 ლარი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:
  • მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 2783 ლარი
  • საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:
  • პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 3509 ლარი
  • ზედამხედველობის სამსახურიı
  • პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 3509 ლარი
  • ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურიı
  • პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -3509 ლარი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე უნდა აღმოიფხვრას.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებაზე 7 057 000 ლარია გათვალისწინებული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123