დარგალმა, მირზოევმა და მეშველიანმა რუსული კანონის განხილვაში მონაწილეობა აღარ მიიღეს
ქვემო ქართლის წარმომადგენელმა დეპუტატებმა „აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს. დღეს, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

1 მომხრე და 35 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა „აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მეროე მოსმენა.

ერთი პარლამენტარი, რომელმაც რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა უმრავლესობის წევრი დიტო
სამხარაძეა. ქართული ოცნების სხვა დეპუტატები კენჭისყრაში არ მონაწილებდნენ. რუსული კანონის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ოპოზიციონერებმა მისცეს.

აღსანიშნავია, რომ „აგენტების“ რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს დაჩქარებული წესით დაუჭირა რასაც პარლამენტის წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა. რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს შორის არიან მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და პარლამენტარი სავალან მირზოევი.

რადიო „მარნეული“ სავალან მირზოევთან და ზაურ დარგალთან გასაუბრებას კანონპროექტის დარეგისტრირების დღიდან ცდილობს, მაგრამ ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

7-8 მარტს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

შსს-მ 7-8 მარტის აქციებზე 133 პირი დააკავა. დაკავებულები გუშინ, 9 მარტს, გაანთავისუფლეს. რამდენიმე მათგანს ჯარიმა დააკისრეს, ზოგიერთი კი სასამართლო პროცესს ამ დრომდე ელოდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები