ზაურ დარგალის 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია
ზაურ დარგალის 2023 წლის განახლებული ქონებრივი დეკლარაცია
რა ქონებას ფლობენ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი.  დეკლარაციის შევსება 2023 წლის 29 ივნისით თარიღდება.
დეპუტატის სახელზე ფიქსირდება 30 000 ათასი ლარი, რომელიც დეკლარაციაში მითითებულია როგორც, მანქანის გაყიდვიდან მიღებული თანხა.

დეპუტატს დაფიქსირებული აქვს დეკლარაციაში ბინა მარნეულში, რომლის 100% მფლობელი არის მისი მეუღლე რენა ნურმამედოვა. მეუღლის სახელზე ასევე ფიქსირდება ერთი მიწის ნაკვეთი ასევე მარნეულში მუსხელიშვილის ქუჩაზე.



ზაურ დარგალს დეკლარაციაში მითითებული აქვს რომ 2022 წელს მან სახელფასო სარგოს სახით დეპუტატის ხელფასით მიიღო 44612,4 GEL

მის მეუღლეს რენა ნურმამედოვას, მარნეულში არსებული „ჩაის სახლის“ დირექტორის პოზიცია უ
ფიქსირდება და სახელფასო სარგოს სახით (01.01.2022 - 31.12.2022) მონაცემებით - 17 228,51 GEL

ზაურ დარგალი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩეული წევრია.

2019 წელს დარგალი 8 თვის განმავლობაში მარნეულის მერი იყო. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123