მარნეულელი მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის მერია 1 598 672 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2024 წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ხელშეკრულება შპს „თაიმსერვისი“-სთან გააფორმა. მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „თაიმსერვისს“ ევალება უზრუნველყოს მოსწავლეების გადაყვანა 71 მარშრუტზე.

"მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „თაიმსერვისი“.
აქედან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეების
სატრანსპორტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შეუფერხებლად განხორციელებისა და უწყვეტობის აუცილებლობიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამარჯვებულ კომპანიასთან დანართი 1 მოცემულ სატრანსპორტო საშუალებებზე, გააფორმოთ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“.
- აღნიშნულია კონსოლიდირებული ტენდერის მოხსენებით ბარათში

სამარშრუტო კილომეტრის ფასი 2.34 ლარია, კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში 4 072 მოსწავლის გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

მარნეულის მერიასა და შპს „თაიმსერვისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მარნეულის მერია 2024 წლის განმავლობაში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით 1 598 672 ლარს და 10 თეთრს გადაიხდის.

ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები