სოფელ ამბაროვკაში, ლეჟბადინსა და ქუთლიარში შიდა გზების დაგება 1 565 085 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამ სოფელში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, შიდა გზები დაიგება სოფელ ამბაროვკაში, ლეჟბადინში და ქუთლიარში.

სოფელ ამბაროვკაში შიდა გზის დაგება ერთ მონაკვეთზე იგეგმება, რომლის სირგძეც 1 063 მეტრია. სოფელ ლეჟბადინში მერია შიდა გზების დაგებას 6 მონაკვეთზე გეგმავს, პირველი მონაკვეთის სიგრძე 440 მეტრი იქნება, მეორე მონაკვეთის 146,
მესამე მონაკვეთის 298, მეოთხე მონაკვეთის 398, მეხუთე მონაკვეთის 96 და მეექვსე მონაკვეთის 347 მეტრი იქნება. სოფელ ქუთლიარში, პროექტის მიხედვით, შიდა გზები 5 მონაკვეთზე დაიგება, პირველი მონაკვეთის სიგრძე 293 მეტრია, მეორე მონაკვეთის 244 მეტრი, მესამე მონაკვეთის 295, მეოთხე მონაკვეთის 385, ხოლო მეხუთე მონაკვეთის სიგრზე 307,5 მეტრია.

მარნეულის მერია სოფელ ლეჟბადინში, ამბაროვკასა და ქუთლიარში შიდა გზების დაგებას 1 565 085 ლარად გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის 95% სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამ სოფელში შიდა გზების დაგების სამუშაოების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 28 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები