სოფელ დიოკნისში შიდა, ხოლო მეწამულაში მისასვლელ გზებს დააგებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში შიდა გზების, ხოლო სოფელ მეწამულაში მისასვლელი გზების მოასფალტება იგეგმება. მარნეულის მერიამ სოფელებში გზების მოასფალტებისათვის ტენერი 11 იანვარს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ დიოკნისში შიდა გზების დაგება 4 მონაკვეთზე იგეგმება. პირველი მონაკვეთის სიგრძე 1 099 მეტრია, მეორე მონაკვეთის 516 მეტრი, მესამე მონაკვეთის 346, ხოლო მეოთხე მონაკვეთის 388 მეტრი. რაც შეეხება სოფელ მეწამულასთან მისასვლელ გზებს,
სამუშაოები 3 მონაკვეთზე განხორციელდება. პირველი მონაკვეთის სიგრძე 387 მეტრია, მეორე მონაკვეთის 116, ხოლო მესამე მონაკვეთის 382 მეტრი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ დიოკნისსა და მეწამულაში გზების მოასფალტების სამუშაოების შესრულებისათვის 1 287 752 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის 95% სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გზების დაგების სამუშაოების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 28 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები