სადღესასწაულოდ ბილბორდების განსათავსებლად მერია 15 300 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საინფორმაციო და მისალოცი ბილბორდების დამზადებისა და მონტაჟის შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ბანერები დაამზადოს მერიის მოთხოვნის შესაბამისად 2024 წლის განმავლობაში.

მარნეულის მერია ბანერების დამზადებასა და მონტაჟს 7 დღესასწაულისათვის გეგმავს. გთავაზობთ დღესასწაულების და ამ დღესასწაულებზე განსათავსებელი ბანერების რაოდენობის ჩამონათვალს.
მარტი - ნოვრუზ ბაირამი, 6 ბილბორდი
აპრილი - აღდგომა, 6 ბილბორდი
აგვისტო
- მარიამობა, 3 ბილბორდი
სექტემბერი - მარნეულობა, 5 ბილბორდი
დეკემბერი - ახალი წელი, 5 ბილბორდი
დეკემბერი - შობა, 5 ბილბორდი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საინფორმაციო და მისალოცი ბილბორდების დიზაინის დამზადების, თანმდევი მონტაჟისა და დემონტაჟის მომსახურების შესყიდვისათვის 15 300 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 27-დან 29 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები