ახმედ იმამკულიევი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა
ორწლიანი შესვენების შემდგომ „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ გადაწყვიტა ორი წლით აღარ ყოფილიყო აქტურ პოლიტიკაში, რათა მოსახლეობისათვის მათ მიერ არჩეულ დეპუტატებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მიეცა.

„იმიტომ არ ვჩანდი, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩვენს მოსახლეობას მივეცი საშუალება
პირისპირ დარჩენილიყვნენ თავიანთ არჩეულ საკრებულოს წევრებთან და მერთან ერთად, რადგან არ მოგვცეს ხმა და მივეცი საშუალება, რომ მიხედონ მიმდინარე პროცესებს თავიანთ არჩეულ ხალხთან ერთად და პარტიებთან ერთად, რომ დარჩნენ ერთი-ერთზე, რათა სამომავლოდ, ამ წლისთვის, მიიღონ გადაწყვეტილება თუ რომელი პარტიისათვის უღირთ ხმის მიცემა. 2021 წლიდან დღემდე არც ერთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს და არც სახელისუფლებო პარტის დეპუტატებისაგან არაფერი არ გვესმის ჩვენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, არც კარგი და არც ცუდი. ორი წელი მივეცი საშუალება ხალხს, რათა იფიქრონ, ღირს თუ არა ხმის მიცემა ამა თუ იმ პიროვნებისთვის და 2024 წლის პირველი იანვრიდან დავიწყეთ აქტიურ ფაზაში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება“
. - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი იყვნენ პოლიტიკაში და ესაუბრებოდნენ მოსახლეობას, მაგრამ არ ჩანდნენ აქტიურად. აცხადებს, რომ მოსახლეობასთან ერთად განიხილავდა და მუშაობდა სამომავლო გეგმებზე და მოემზადა 2024 წლის არჩევნებისათვის საინტერესო პროგრამებითა და შეხვედრებით.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები