რა საკვებ პროდუქტებს დაურიგებენ მარნეულის ბაღების აღსაზრდელებს
კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კარაქი, ზეთი, ორცხობილა, შაქარი - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს უახლოეს დღეებში უნდა გადასცენ. ბაგა-ბაღების გართიანების უფროსის, ზაურ ქარამოვის თქმით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მომწოდებელ კომპანიასთან.

შთანხმებებს დღე ვაკეთებთ (კომპანიასთან) ხვალ ან ზეგ მოგვაწოდებენ პროდუქტებს. მთლიანი პაკეტი დაახლოებით 25, 30 კილო იქნება. ამ პროდუქტებში არ შევა მალფუჭებადი პროდუქტი, ძალიან რთულია მათი მოტანა და გადანაწილება დროის ფაქტორის ამბავია და თან სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი უნდა.“

ზაურ ქარამოვის თქმით, 60 დღის პროდუქტები 2100 აღსაზრდელზე ერთჯერადად გაიცემა. ორი თვის საკვები პროდუქტებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 130 000 ლარი გამოყო.

ქარამოვი ამბობს, რომ საკვები ყველა სოფლის საბავშვო ბაღში მივა.

ვისაც ექნება საშუალება და შეეძლება, რომ ბაღამდე მოვიდეს, იქიდან გავატანთ საკვებს. ვისაც არა, ჩვენ სახლამდე მივუტანთ. ამ სიტუაციას ბაღის გამგეები და პედაგოგები დაარეგულირებენ. ყველას აქვთ მშობლის ნომრები და გაარკვევენ სიტუაციას“

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მარტს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

ამავე თემაზე:

მარნეულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა, სავარაუდოდ, 13 აპრილიდან დაიწყება

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები