მარნეულში მანქანებით მოძრაობა შეზღუდულია
მარნეულში, დღეს  3 ოქტომბერს,  დღის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდულია. რუსთაველის ქუჩაზე მოედნის ტერიტორიიდან ბაზრის პერიმეტრამდე მანქანებისგან საცობებია შექმნილი. სამარშრუტო ტაქსები, კერძო მანქანები, საჯარო ტრანსპორტი. 

26 მაისის ქუჩაზე მარნეულის გასასვლელში,ნაწილობრივ ასფალტის დაგების სამუშაოები ხორციელდება რაც ასევე ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. გზის ნაწილი გადაკეტილია, ტრაილერებს, მსუბუქ მანქანებს მხოლოდ ერთ ზოლში უწევთ მოძრაობა.  პოლიციის შენობის მიმდებარედან მარნეულის გასასვლელამდე, რამდენიმე დღეა რაც ასფალტის საფარი ნაწილობრივ ამოღებულია. ე.წ. გზის  "დაკერვა"  კი დღეს დაიწყეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები