დიდ დიღომში მოკლული ქალის საქმეზე ბრალდებულს 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა
თბილისში, დიდ დიღომში 6 ოქტომბერს მოკლული ქალის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ოქტომბერს, თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული 7 ოქტომბერს დააკავა. მას
ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები