ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე საცხოვრებელ სახლში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები
მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა”
, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები