სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცი დაჭრეს
სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 23 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმციით,
კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან, აქვს მიყენებული.

24news.ge-ს ინფორმაციით, არიფ აზიზოვს ჩაიხანაში ყოფნისას უცნობმა პირებმა რამდენიმეჯერ ესროლეს და ფეხის არეში დაჭრეს. ინციდენტის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები