მარნეულში არზუ თუქანოვის დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება
24 თებერვალს, მარნეულში, საგანმანათლებლო ცენტრი "უღურ"-ში არზუ თუქანოვის დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება. მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში მცხოვრები არზუ წლებია თირკმლის უკმარისობას განიცდის. ოპერაციისთვის მას 80 000 დოლარი ესაჭიროება.

აქცია 24 თებერვალს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. აქციაში მონაწილეობა ყველა მოქალაქეს შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ 45 წლის არზუ თუქანოვი თირკმლის უკმარისობას განიცდის და მას თირკმლის გადანერგვა სასწრაფოდ ესაჭიროება. ოჯახს ოპერაციისთვის ფინანსური საშუალება არ აქვს, ამიტომ ისინი მოქალაქეებს სთხოვენ დახმარებას.


ახლობლების ინფორმაციით მისი ოჯახის წევრებიდან დონორი ვერავინ გახდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა წავიდეს საზღვარგარეთ. ოპერაცია ბელორუსიაში მოქმედი ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩატარდება.

ფინანსური დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE73BG0000000797410500 ან და GE03LB0711117152472002

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები