მარნეულის #1 საჯარო სკოლის ინფორმაციით, გუშინ საღამოს საათებში
ბოლნისის გზაზე მომხდარი
ავარიის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაიღუპა. ერთ ერთი, მარნეულის ნომერ
1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნაილ აბდულაევია.
სკოლის ადმინისტრაცია უსამძიმრებს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახს
და
მეგობრებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 8 იანვარს მოხდა. ბოსტნეულის დახლს
შეეჯახა დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა. დაიღუპა ორი მოზარდი, ერთი
პირი დაშავდა. ასევე დაშავდნენ ადამიანები რომლებიც მანქანაში
იმყოფებოდნენ. მძღოლი სამართალდამცველების მიერ ადგილზე დააკავეს