საგრძნობლად გაზრდილი ორი პროდუქტის ფასი მარნეულში
დღეს მარნეულში ნიორის ყიდვა ყველაზე მეტად ჭირს. დაახლოებით 10-ზე მეტ სავჭრო ობიეტში ვიმყოფებოდით, ნიორი კი მხოლოდ ერთგან შეგვხვდა. 1 კილოგრამი ნიორის ყიდვა მარნეულში 35-40 ლარად შეგიძლიათ. კიდევ ერთი პროდუქტი რაზეც ფასის მატება განსაკუთრებით შეიმჩნევა ლიმონია. 1 კილოგრამი ლიმონი 10 ლარი ღირს.

„ყველაზე მეტად ლიმონი და ნიორი გაძვირდა. თქვენ იყიდით 40 ლარად რომ გავყიდო? ამიტომ არ მომაქვს. მაგ
ფასში ვინ იყიდის ნიორს, არ ჯობია ხორცი იყიდონ და ის ჭამონ? ადრე დაახლოებით 5 , 6 ლარი ღირდა. მე მხოლოდ ლიმონი მაქვს შემოტანილი 10 ლარად ვყიდი. ადრე 5 ლარიც ღირდა“
- თქვა ერთ-ერთმა მოვაჭრემ

ფაქტობრივად, ერთადერთი მოვაჭრე, რომლის მარკეტშიც ნიორი ვნახეთ თქვა, რომ ფასები ლიმონისა და ნიორის გარდა თითქმის არაფერზე მომატებულა. ისევ ის ღირს, რაც კარანტინადე იყო.

„მე შედარებით იაფად, 35 ლარად ვყიდი ნიორს. რაც შეეხება კარტოფილს, ხახვს, ვაშლს, კომბოსტოს, თითქმის იგვე ფასია.“

გთავაზობთ სხვა პროდუქტების ჩამონათვალს და დღევანდელ ფასებს, რაც მარნელში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებზე ვნახეთ:



1კგ კარტოფილი - 1.80 ლარი
1კგ ახალი კარტოფილი -2.50 ლარი
1კგ კომბოსტო - 1 ლარი
1კგ სტაფილო - 1.80
1კგ პომიდორი - 4, 5 ლარი
1კგ კიტრი - 3, 4 ლარი
1კგ ფორთოხალი - 3,50 ლარი



მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები