გვიცავს თუ არა ნიორი ვირუსებისა და ბაქტერიებისგან?
ნივრის სასარგებლო თვისებები სადღეისოდ მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული.

მძლავრი ეთერზეთებითა და ფიტონციდებით ნიორს მართლაც შეუძლია ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურება. ნიორში შემავალი ნივთიერებების წყალობით აღნიშნული მიკროორგანიზმები გამრავლების უნარს კარგავენ.

ნიორში უხვადაა აცილინი, ნივთიერება, რომელიც ბლოკავს იმ ფერმენტის წარმოქმნას, რომლის დახმარებითაც ვირუსები ადამიანის სისხლში ხვდება.

ნიორში შემავალი გოგირდი, ორასამდე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი, ვიტამინები, მინერალებიდან სელენი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა და სხვა, კომპლექსში სამკურნალო ეფექტს ავლენს ბევრი დაავადების დროს.

ნივრის ფიტონციდები კონკურენციას უწევს ისეთ ანტიბიოტიკებს, როგორებიცაა ბიომიცინი
და ტეტრაციკლინი.

ნიორი ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ ბაქტერიებისა და ვირუსების, არამედ სოკოებისა და პარაზიტების წინააღმდეგაც!

წყარო: mkurnali.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები