უკრაინის განცხადებით, რუსეთთან შედგა პატიმართა კიდევ ერთი
"მასშტაბური" გაცვლა, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ქალი პატიმრების
გაცვლის პირველ შემთხვევას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს საშუალო მანძილზე მოქმედების
რაკეტებს AIM-120(AMRAAM). გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა ამ რაკეტებს გამოიყენებს
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის(NASAMS), რომლებიც
აშშ-ისგან უნდა მიიღოს.