მეღვინე ქალის მიერ გაგრძელებული ოჯახური ტრადიცია სოფელ თამარისში
მევენახე-მეღვინე, სოფო ბარტკულაშვილი, ოთხი წელია, რაც საცხოვრებლად თბილისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თამარისში გადავიდა. ძმასთან ერთად, საკუთარ ეზოში გაშენებული ყურძნით, ღვინის წარმოება დაიწყო. ბარტკულაშვილების საოჯახო მარანში დამზადებულ ღვინოს და-ძმამ ,,ანგელოზის წილი" დააქვა. ოჯახი უკვე რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს. სოფო გვიყვება, რომ მეღვინეობასთან ერთად, ძველ ნივთებსაც აგროვებს, და ბარტკულაშვილების მარანში, თითქმის ყველა კუთხეში ძველებური ნივთებია განთავსებული.

ოჯახი ძირითადად წითელ ღვინოს აწარმოებს, თუმცა მათი თქმით, წინა წელს ადგილობრივი მევენახეებისგანაც შეიძინეს ყურძენი და თეთრი ღვინოც გაიტანეს ბაზარზე გასაყიდად.


,, როდესაც მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ გადმოსვლა თბილისიდან მარნეულში, ჩემი ახლობლებსთვის და მეგობრებისთვის პირველი შოკი იყო. მეგობრები მეუბნებოდნენ, თბილისში დაბადებული და გაზრდილი, როგორ იცხოვრებთ იქო, ყველას ეს კითხვა ჰქონდა. თავიდან თითქმის ყოველ დღე დავდიოდი თბილისში და მერე უკვე ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს აქეთ ჩამოსვლა, მოეწონათ აქაურობა და შეუყვარდათ ადგილიც.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ქალაქგარეთ მქონოდა სახლი და მეურნეობა, მეგონა შაბათ-კვირას საკმარისი იქნებოდა იქ ჩასვლა მეურნეობის გაკონტროლებისთვის, თუმცა ახლა აქვარ და ვხვდები რომ შაბათ-კვირა საკმარისი არაა. მომწონს და მაკმაყოფილებს ის ცხოვრება რაც დღეს აქ მაქვს.ჩვენ ძირითადი აქცენთი გვაქვს წითელ ღვინოზე, ალადასტურზე და შემდეგ უკვე მომდევნო წლიდან ვფიქრობთ სხვა ჯიშებიც ჩავრთოთ. არის ყველანაირი დანამატის გაეშე და გაუფილტრავია. ღვინოს ძირითადად ვყიდით ფესტივალებზე, ან ინტერნეტის საშუალებით".
- ამბობს მეღვინე


სოფო ბარტკულაშვილის თქმით მისი წინაპრები, თამარისის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ ჩამოსახლდნენ როცა იქ გერმანელები ცხოვრობდნენ, მაშინ სოფელი ტაუმბერკის სახელით იყო ცნობილი.

,,ამ სოფელში ჩვენი ჩამოსვლა დაკავშირებულია პაპაჩემთან ნიკოლოზთან, აქ ცხოვრობდნენ გერმანელები, იყო ღვინის საწარმო სადაც სჭირდებოდათ ბონდერი. პაპაჩემი პროფესიით ბონდერი იყო და აქედან გამომდინარე მოხდა მისი ჩამოსახლება,ააშენა სახლი და დაიწყო მუშაობა, ამზადებდა კასრებს, მისი გაკეთებული კასრების ნაწილი წარმოდგენილია ჩვენს მარანშიც. ეს სახლი სადაც ჩვენ ვართ, მერე მამაჩემმა ააშენა. ზაფხულობით ჩამოვდიოდით ხოლმე ძირითადად, შემდეგ ზრდასრულ ასაკში მოვინდომეთ, რომ ამ სახლს რამე სტატუსი ჰქონოდა, მეტი დროის გატარება გვინდოდა აქ. მამა გარდაგვეცვალა და ალბათ ამანაც იმოქმედა ჩემზე და ჩემს ძმაზე, რომ გვეფიქრა აქ ამ საქმეზე რასაც ვაკეთებთ დღეს. აქ ვცხოვრობ ჩემს შვილთან, დედაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად".

მევენახე-მეღვინეები სამომავლოდ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაზის გაშენებას აპირებენ, რათა მეტი ღვინის წარმოება შეძლონ. სოფო ამბობს, რომ გეგმაში აქვს საოჯახო ტიპის სატუმროს გაკეთებაც.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google